რა მიზანი ჰქონდა პოლონელ ექიმს, რომელმაც კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანა დაგეგმა. იუსტიციის სამინისტრო უცხოელ ექიმს პროვოკაციულ და სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედებაში ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს, ასევე განმარტებებს ითხოვს პოლონეთის საელჩოსგან.
სამინისტროს განმარტებით, ექიმი ცდილობდა, რომ ქაღალდში გახვეული ნიმუში ფეხსაცმლით გამოეტანა. ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც.
უცხოელი მედიკოსების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ ორი დღის წინ იმყოფებოდა.