საქართველოში „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით, „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.
მსჯელობისას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ „პლაქვენილის“ გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. მკურნალობის ახალ გაიდლაინს ჯანდაცვის სამინისტრო მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.