პირველი ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე

ვერცხლის მედალი მოიპოვა ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა. ქართველი სპორტსმენი ფინალში გადავიდა, თუმცა, იაპონელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ტოკიოში დღეს ასევე იასპარეზეს ძალოსნებმა და ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, მაგრამ მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ხვალ ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა. ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

ჩოგბურთის ტურნირის მეორე წრეში ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ხვალვე იაპარეზებენ მოკრივეებიც. ოლიმპიურ თამაშებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში გთავაზობთ.

პირველი ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე – ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT