პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარსა და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს.
მარიამს ბოლოს 2022 წლის ზაფხულში ფილტვსა და გულთან არსებული მეტასტაზები ამოკვეთეს, რის შემდეგაც გადის რეაბილიტაციის კურსს, ამჯერად კი გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.
ყველას, ვისაც გაქვთ მარიამის მხარდაჭერის შესაძლებლობა და სურვილი, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე – GE96TB7722645061600017