პიროტექნიკით დაშავებულები

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მზარდია პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობაც. ხეჩინაშვილის კლინიკას ამ დრომდე 30-მდე მოქალაქემ მიმართა. მათ მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ. დღესასწაულის პიროტექნიკის გარეშე აღნიშვნის ინიციატივით წელს არაერთი კერძო კომპანია თუ ორგანიზაცია გამოვიდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცხოველებში გამოწვეული სტრესი და ზოგ შემთხვევაში, ფატალური შედეგებია. გასულ კვირას საკრებულოში პიროტექნიკასთან დაკავშირებით ინიციატივა ანა დოლიძის პარტიამ დაარეგისტრირა. პროექტის განხილვა ჯერჯერობით არ მომხდარა.