პირადობის უფასო მოწმობები

პირადობის ახალი მოწმობების აღებას მოქალაქეები დღეიდან უფასოდ შეძლებენ.

აქცია ერთი თვის განმავლობაში პირველ მარტამდე გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, დღეისათვის ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ. აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.