პენტაგონის დახმარება უკრაინას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 200 მილიონი დოლარი გამოუყო. როგორც პენტაგონში განაცხადეს, აღნიშნული თანხა დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას, აღჭურვილობის განახლებასა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება.

განცხადებაში ასევე ხაზგასმით წერია, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამერიკის ინტერესს უკრაინის უსაფრთხოებისადმი. 2014 წლიდან დღემდე, პენტაგონმა უკრაინის მთავრობას ერთი მილიარდი დოლარი გადაურიცხა.