პატიმრების წამების საქმე

გლდანის ციხის შემდეგ კიდევ ერთი საპყრობილე, სადაც 2012 წლამდე ჩადენილი სისტემური დანაშაულის ფაქტები გამოავლინეს.

დაკავებულია რუსთავის ციხის ყოფილი დირექტორი, მისი ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის ყოფილი ხელმძღვანელი. სამივე მათგანს პატიმართა მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზებას ედავებიან. საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2015 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამო დაიწყო. პროკურატურის მასალების მიხედვით, სწორედ დაკავებულთა ორგანიზებით და მსჯავრდებულების დასაშინებლად დაიგეგმა დანაშაულებრივი ქმედებები. საქმის მასალებზე არანაკლებ მძიმე იყო ის განცხადებები, რომლებიც ციხის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დღეს სასამართლო დარბაზში გააკეთეს.