პატიმრების წამების საქმე

რუსთავის ნომერ მეექვსე ციხის ყოფილ დირექტორს , მის მოადგილესა და რეჟიმის უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. დაცვა გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს 2012 წლამდე პატიმრების ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მობყრობაში ადანაშაულებს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

მარიამ მენაბდე გვერთვება პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი