პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის მაღალჩინოსნები დააკავეს

დაკავებულია კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი.

დავით ქოქიაშვილს და ილია გამგებელს პროკურატურამ ბრალი ბადრი პატარკაციშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ბიზნესმენის პოლიტიკური აქტივობების შესაჩერებლად მასზე გამაფრთხილებელი თავდასხმა დაგეგმა. საქმეში ფიგურირებს ურეკის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელსაც ბრალდებულებმა თავდასხმის გეგმა გააცნეს. გამოძიების მასალების მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანმა პატარკაციშვილის დაცვას გეგმის შესახებ აცნობა, რასაც პროკურატურის ვერსიით, კუდ-ის თანამშრომლების მხრიდან ანგარიშსწორება მოჰყვა. სწორედ მის უკანონოდ დაკავებას ედავებიან კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს.