დაკავება პატარკაციშვილის საქმეზე

გენერალურმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამი ყოფილი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიება დავით ქოქაშვილს, ილია გამგებელს და ლევან ქარდავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტს ედავება. უწყების ცნობით, 2006 წლის ზაფხულში, იმისთვის რომ ბადრი პატარკაციშვილს შეეწყვიტა პოლიტიკური აქტივობა, დაიგეგემა თავდასხმა ურეკში მდებარე მის საცხოვრებელ სახლზე. ადგილიდან პოლიციის მორიგე ჯგუფის გაყვანის დავალება ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას მისცეს, თუმცა მან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ „ეს-ემ-ესით“ შეატყობინა პატარკაციშვილის სახლის კომენდანტს. ამის გამო, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი კუდ-ის თანამშრომლებმა ცრუ ბრალდებით დააკავეს და მას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კობერიძე დეტალებით.