პასუხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას
უკრაინელი პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მიკიტა პოტურაევი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მისთვის შემაშფოთებელია. პოტურაევის შეფასებით, პოლიტიკური პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი პირობაა.
უკრაინელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ მკაცრი სამართლებრივი საფუძვლებისა და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს და ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.