პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც საკრებულოს კომისიებში კვოტირების წესი დადგინდა. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში აკაკი გვიანიძემ შეიტანა. დეპუტატი აცხადებს, რომ კვოტირება კანონის დარღვევით განისაზღვრა და „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობები უკანონოდ მიისაკუთრა.