პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ პოზიცია

12:03, 30.11.2025

ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარტია „ლელომ“, სადაც ამბობენ, რომ მათი თანაგუნდელის ქცევა მიუღებელი და გაუმართლებელია. მათი შეფასებით, ალეკო ელისაშვილის აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება. განცხადებაში ვკითხულობთ: „ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება. რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ამოსავალი პრინციპი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი