ალეკო ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ

ალეკო ელისაშვილს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ახლა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებისგან ის საქმის მასალების გადაცემას ამ დრომდე ელოდება. ელისაშვილი ჩადენილ ქმედებას ადასტურებს, ადვოკატი კი განმარტავს, რომ მოტივი სასამართლოს მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო. შსს-ს ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, რა დროსაც, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებები აქვს თავად ელისაშვილსაც.

მაკა ლაშხიას ჩართვა პირდაპირ ეთერში #მოამბე