ელენე ხოშტარია საქართველოში კონკრეტული პირების დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს. პარტია „დროას“ ლიდერი სოსო გოგაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებებს და მათზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ვახტანგ გომელაურმა პრაქტიკულად აღიარა, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთთან რეგულარულად თანამშრომლობენ.
ელენე ხოშტარიას ბრიფინგს საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.