ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. ეს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუროზე დღეს დააინიცირა. შალვა პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და კიდევ ერთხელ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე. მისი თქმით გადაწყვეტილებამ, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო, სეპარატისტული პროცესების ირიბი ლეგიტიმაცია მოახდინა. ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.