პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

15:22, 22.05.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და ლიეტუვის მხრიდან დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს ეხმიანება: „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების, უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე, დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. P.S. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა.“ – წერს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ლიეტუვის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები შეაფასეს მმართველ გუნდში.

მსგავსი