გამოცემა Delfi-ს ინფორმაციით, ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. გამოცემის ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს – მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ითვალისწინებს, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს. რეზოლუციის მიხედვით, აღნიშნული პასპორტების მქონე პირები ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით, გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.