პარლამენტის საგამოძიებო კომისია

​სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩის საქმის მიმართ გაჩენილი ეჭვები უკვე გააცნო საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს.

გახმაურებული დანაშაულის გამოსაძიებლად შექმნილი კომისია ხვალ პირველად შეიკრიბება. სხდომის დაწყებამდე საკანონმდებლო ორგანოში ზაზა სარალიძეს ელოდებიან. როგორც ადვოკატის კომენტარით ირკვევა, პირველ დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის ოჯახი კომისიას ნდობას უცხადებს და მასთან სათანამშრომლოდ მზად არის.

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის მასალები საგამოძიებო უწყებიდან უკვე გამოთხოვილია.

ზუსტდება იმ პირთა სიაც, რომლებსაც დეპუტატების მძიმე კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა. მათ შორის შესაძლოა იუსტიციის მინისტრიც იყოს.