პარლამენტის პლენარული სხდომა

21:26, 13.11.2018

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ოთხი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა გახდა, დარბაზში მყოფმა ოპოზიციამ კი რეგისტრაცია შეგნებულად არ გაიარა.

ურთერთბრალდებების შემდეგ პლენარული სხდომა 12-ის ნაცვლად, ოთხ საათზე გაიხსნა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებულ პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი აცნობს, რომელსაც ახალი ინიციატივების დაანონსების პარალელურად ოპონენტების მწვავე შეკითხვებზეც უწევს პასუხების გაცემა – მათ შორის გაუფასურებულ ლარზე და დაგვიანებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სალომე ქოქიაშვილი ადევნებს თვალს ხმაურიან სხდომას.

მსგავსი