2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში

პარლამენტი ქვეყნის 2019 წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტს ისმენს.

დეპუტატებს ბიუჯეტის მთავარ მიმართულებებს ფინანსთა მინისტრი აცნობს, თუმცა ქუთაისში დღეს პლენარული სხდომის დაწყება გართულდა. რეგისტრაციის დროს ქვორუმი არ შეგროვდა . განმეორებით რეგისტრაციაში კი ოპოზიციას მონაწილეობა აღარ მიუღია, რაც სხდომის თავმჯდომარემ პოლიტიკურ დემარშად შეაფასა. გია ვოლსკის ამ განცხადების საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

ბიუჯეტის პროექტზე და ქვორუმის მოგროვების პრობლემაზე განცხადებები სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა.