„პარალიმპიადა 2020“ – ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტოკიო 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ზაფხულის მე-16 პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება, კოვიდპანდემიის გამო, ერთი წლის შემდეგ იმართება.
იაპონიის დედაქალაქში სპორტის 22 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 4 537 სპორტსმენი. 13 ქართველი პარასპორტსმენი ექვს სახეობაში იასპარეზებს. გახსნის ცერემონიალის პირდაპირ რეპორტაჟს დღეს, 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრები კი ხვალიდან დაიწყება.