პრემიერ-მინისტრმა „პარაგრაფ თბილისის“ საზეიმო გახსნაზე, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის – Luxury Collection-ის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის ექნება.
„პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროა. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, ხუთ რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები.
„პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.