ვაქცინების დეფიციტის პარალელურად, მსოფლიო ახალი რისკის წინაშე დგება – შავ ბაზარზე ფალსიფიცირებული პრეპარატები ჩნდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პადემიის დასრულების დღევანდელ პრობლემებზე საუბრობს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გარიგებების დადებისგან ისეთ გამყიდველებთან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ. ვირუსის გავრცელების ფონზე, გაერო-ს ორგანიზაცია ვაქცინაციის ლიდერ ქვეყნებს და მწარმოებლებსაც მიმართავს და დოზების ღარიბი ქვეყნებისთვის განაწილებას სთხოვს.