პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მიმართვა
აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის. შარიფის თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტია და თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, უამრავი სიცოცხლე გადარჩება და მსოფლიო მშვიდობას იხილავს.