სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, პაციენტთა უფლებების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. იურისტების განცხადებით, ბოლო პერიოდში უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა. „მოამბემ“ რამდენიმე პაციენტი ჩაწერა, რომლებიც საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და კლინიკისა და ექიმის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.
რა ბერკეტები აქვთ მათ საკუთარი უფლებების დასაცავად და რა რეკომენდაციებს გასცემენ იურისტები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მკურნალობის ჩატარება უცხოეთში სურთ – მარიამ აფციაური გიამბობთ.