„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ მთავრობას პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია

საქართელოს მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსთვის ე.წ. სია ამ დრომდე არ წარუდგენია. პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის წარდგენა 15 ივნისამდე დაავალა, რაც რეზოლუციით განისაზღვრა.  მოხდება თუ არა პარლამენტში სიის წარდგენა დღეს, ამას უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით,  აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია არ ჰქონია.  საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი 106 ხმით 16 მარტს დაამტკიცა.