„ოტელო“ - პრემიერა 65 წლის შემდეგ

ლეგენდარული სპექტაკლი „ოტელო“ 65 წლის შემდეგ ქართულ საბალეტო სცენას დაუბრუნდა. საბალეტო დადგმის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ხოლო დამდგმელი დირიჟორი თავად კომპოზიტორის შვილი, ვახტანგ მაჭავარიანი გახლავთ.

სპექტაკლში, ქართველი ბალეტმაისტერის, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია ლალი კანდელაკმა აღადგინა. სცენოგრაფია და კოსტიუმები სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით, დავით პოპიაშვილმა შექმნა.