„ოსკარი“- 2021

მსოფლიო მედიის, კინოსა და მოდის კრიტიკოსების ყურადღება რამდენიმე საათში ლოს ანჟელისკენ იქნება მიმართული, სადაც „ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ისტორიაში პირველად, ეს ყველაზე მოკრძალებული ღონისძიება იქნება. მსოფლიო პანდემიის გამო, ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები დაესწრებიან. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებას რვა ფილმი შეეცდება. მათ შორის, დევიდ ფინჩერის ახალი ნამუშევარი „მანკი“, თანამედროვე ჰოლივუდის ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული პროდიუსერის, აარონ სორკინის „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“ და „ქლოა ჩჟაოს – მომთაბარეთა მიწა“.  ტრადიციულად, დაასახელებენ მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებსაც. ცერემონიას ამჯერადაც დოლბის თეატრი უმასპინძლებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი