ორმაგი სტანდარტები საქართველოს მიმართ
ვიდრე ევროპარლამენტში საქართველოს მისამართით კრიტიკული გზავნილები იზრდება და მთავარ მოთხოვნად კვლავ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რჩება, თბილისში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროკავშირის მხრიდან მიკერძოებულ მიდგომებზე.
მმართველი გუნდი ევროპარლამენტარებს „დანაშაულებრივ დუმილს“ ახსენებს და მაგალითად მოჰყავს საფრანგეთის აქციებზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, მაშინ, როდესაც საქართველოში პოლიციელზე თავდასხმას „მშვიდობიანი პროტესტი“ ეწოდა.
თბილისში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბრიუსელი ძალადობას მხარს არ უჭერს. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერებისგან 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის მკაფიო დაგმობა დღემდე არ მოუსმენიათ.
ურთიერთბრალდებები, უპასუხო კითხვები და პოლიტიკური ორმაგი სტანდარტი, ნახეთ ვრცლად სიუჟეტში.