უკვე ორი საათია, ექსპერტ-კრიმინალისტებმა გორში საგამოძიებო მოქმედებები განაახლეს. პოლიცია, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას, გავრცელებული ცნობით, იაგო ნებიერიძემ მიაწოდა, რომელიც ამ დროისთვის რვა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობისთვის არის დაკავებული. ამ დროისთვის სამართალდამცველები ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით მუშაობენ.
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. ბაღის ტერიტორიაზე, სამფეროვანი დროშებით არის მონიშნული ადგილი, სადაც, შესაძლოა, 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარი იყოს დამარხული. ადგილზე იმყოფებიან მოზარდის ოჯახის წევრებიც.
თემაზე ნინო ფისაძე მუშაობს, ის დილიდან გორის პარკში იმყოფება – რა ახალი ინფორმაციის მოპოვება შეძელი ამ დროისთვის?