ორი მეშახტე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება  

თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მეშახტე. ერთს კანის გადანერგვის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ქირურგები ახლა მეორე პაციენტის ოპერაციისთვის ემზადებიან. კლნიკაში მოთავსების მომენტისთვის დაშავებულებს სხეულის 25 და 50 პროცენტიანი დამწვრობა ქონდათ. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორ პაციენტს, ექიმების შეფასებით, პალატაში გადაყვანილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ უახლოეს მომავალში სახლში გაწერენ.