როგორია მინდელის შახტში დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

მინდელის შახტში დაშავებული 2 მეშახტე ამ დრომდე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც ექიმები აცხადებენ, ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. თუმცა, 2 მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

რაც შეეხება კიდევ 2 მეშახტეს, ისინი პალატებში აგრძელებენ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების განმარტებით, ისინი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ.