ონკოპაციენტებისთვის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში გამოყოფილი 25 000 ლარით კი სამედიცინო სერვისები, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით სჭირდება. უწყების ამ გადაწყვეტილებას წინ ონკოპაციენტების აქტიური პროტესტი უძღოდა.
თამარ ნადარეიშვილი ისაუბრებს თემაზე უფრო ვრცლად.