უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა და მათ სიტყვით მიმართა. ზუსტად ერთი წლის წინ, 24 თებერვალს გამთენიისას უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულმა რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა. ერთი წლის განმავლობაში ოკუპანტებმა 5 000 სარაკეტო და 3 500 საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე ათასზე მეტი შეტევა განხორციელდა დრონებით. ოფიციალური ინფორმაციით, ომს 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ათეულობით ათასი სამხედრო.
რა ხდება უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ წლის თავზე – კიევში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, ლევან ახალაია და გიორგი კიკვაძე იმყოფებიან. მათგან მოვისმენთ უახლეს ცნობებს.