ომის 84-ე დღე უკრაინაში

ომის 84-ე დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ მარიუპოლია – „აზოვსტალიდან“ უკრაინის დამცველების ევაკუაცია მიმდინარეობს. თუმცა, ვითარების სირთულიდან გამომდინარე, უკრაინული მხარე დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. „მოამბემ“ მარიუპოლის მერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

თამთა რუხაძე თემის დეტალებით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში – რა ინფორმაციაა ცნობილი ბოლო კვირების ყველაზე ცხელ წერტილთან დაკავშირებით?