რუსეთის საომარი მოქმედებების 66 დღე უკრაინაში – ყოველდღიური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა ფრონტის ხაზის მიმდებარე დასახლებებში და მოსკოვსა და კიევს შორის შეფერხებული მოლაპარაკებები.
საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია. მოსკოვის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა. ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელიც მნიშვნელოვან საპორტო ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების უკანასკნელ ბასტიონად იქცა. უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალიდან“ დაჭრილებისა და მშვიდობიანი მაცხოვრებლების გაყვანის თხოვნით თურქეთის პრეზიდენტს მიმართავენ.
თემაზე ქეთი ჩოხელი მუშაობდა.