ომის 113-ე დღე უკრაინაში. საჰაერო იერიშები არ წყდება ქვეყნის მასშტაბით. რუსულმა ძალებმა დონეცკის ორი დასახლებული პუნქტი დაბომბეს, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. აფეთქებების ხმა ისმის სუმსა და მიკოლაევშიც. რთული ვითარებაა ქალაქ სევეროდონეცკში, რომლის ასაღებადაც ბრძოლა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუსული ძალები მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს ლისიჩანსკისკენ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. რაც შეეხება სამრეწველო ზონას, სადაც ქიმიური ქარხანა „აზოტი“ მდებარეობს და რომლის საცავებშიც უკრაინელი სამხედროებისა გარდა 1000-მდე მშვიდობიანი პირი იმყოფება, გაერო-ს შეფასებით, ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო სახიფათო ხდება. იწურება სასმელი წყლისა და საკვების მარაგი, ასევე ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. ქარხანა რუსულ ძალებს აქვთ ბლოკირებული.