უკრაინის დედაქალაქი კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე. კიევში რაკეტები მაშინ ჩამოვარდა, როდესაც დიდი შვიდეულის ლიდერები გერმანიაში ერთმანეთს ხვდებოდნენ. უკრაინის მთავრობა მოუწოდებს დასავლეთს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დროულად მიაწოდოს საჭირო შეიარაღება უკრაინელ ჯარისკაცებს. ომის 123-ე დღეს ყველაზე რთული ვითარება დონბასშია, სადაც უკრაინელებს უკან დახევა მოუხდათ.