გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, რუსეთის მოკავშირე ბელარუსსა და პოლონეთს შორის ვითარება უკიდურესად რთულდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პირველად ოფიციალური ვარშავა ბელარუსს შვეულმფრენებით საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.
ბელარუსში რუსეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერების შემდეგ, პოლონეთს აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად დამატებითი სამხედრო ტექნიკა გადააქვს. ნატო-ს წევრი ქვეყნის ხელისუფლება ბელარუსის საზღვარზე მზარდ საფრთხეზე მიუთითებს.
პარალელურად, პოლონეთს ურთიერთობები ეძაბება უკრაინასთანაც. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის გამო, მხარეები ერთმანეთს აკრიტიკებენ – ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ელჩები გამოიძახეს.