უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყნის არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. რუსეთის ფედერაციის ჯარებმა ღამის განმავლობაში ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს. ოკუპანტები ბახმუტზე თავდასხმას აგრძელებენ და ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს,
ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით, – ვკითხულობთ გენშტაბის ინფორმაციაში. ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმზე იმყოფებიან კუპიანსკის, ნოვოპავლოვსკის და ხერსონისკენ.
რუსებმა ნაღმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს სუმისა და ხარკოვის რეგიონების დასახლებული პუნქტებიც. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ცოცხალი ძალის ხუთი საკონცენტრაციო ზონა და საბრძოლო მასალის ორი საცავი დაბომბეს.