უკრაინის ქალაქებსა თუ სოფლებში სროლის, აფეთქების ხმა და განგაშის სიგნალი არ წყდება. მათ შორისაა შედარებით უსაფრთხოდ მიჩნეული ქალაქი ლვოვი, სადაც ომის შემდეგ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობებია. ასევე, ქალაქი ათასობით იმ მოქალაქისთვის, რომელსაც საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება უხდებათ, ერთგვარი ჰუმანიტარული ცენტრის მისიას ასრულებს.
ჩვენი გადამღები ჯგუფი, რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე მუშაობენ ლვოვში, პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ რატი ხვისტანს, რომელიც ცოტა ხნის წინ ლვოვის მერს ესაუბრა.