სასაზღვრო პოლიტიკაზე კონგრესში არსებულმა უთანხმოებამ დროებით დაბლოკა უკრაინის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი, რის გამოც ომთან დაკავშირებით თეთრი სახლის პროგნოზები მძიმდება.
აშშ-მა ომში მყოფ ქვეყანას ამ დროისთვის არსებული დაფინანსებიდან ბოლო მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. უნგრეთის პოზიციის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხიც. მედიის ინფორმაციით, ამ ფონზე ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები უკრაინას ურჩევენ, არა რუსეთის სრულ დამარცხებაზე, არამედ ქვეყნის აღმოსავლეთში თავდაცვითი პოზიციების გაუმჯობესებაზე გააკეთოს აქცენტი. თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მიმართ დასავლეთის სტრატეგიას წარუმატებლად აცხადებს.