ომი უკრაინაში - 202-ე დღე 

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორასმეორე დღეა – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ისევ სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. უკრანული მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საოკუპაციო ავიაციის „სუ 24“ ტიპის ბომბდამშენი და მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში ოკუპანტების მართვის სამი პუნქტიც გაანადგურეს. რუსულმა ძალებმა კი ღამით მიკოლაევი დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000 კმ ტერიტორია გაათავისუფლა.