ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების ვიზიტი

აქვს თუ არა საქართველოს 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის შანსი? სპორტული ინფრასტრუქტურის შესაფასებლად თბილისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური ჯგუფი სტუმრობდა.

ექსპერტების ვიზიტი შვეიცარიაში საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს დაიგეგმა, რა დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა ზამთრის სპორტის სახეობების მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.

მთის კურორტების დათვალიერების შემდეგ, დელეგაციის პირველადი შეფასებები და რეკომენდაციები უკვე ცნობილია.