ოლექსი არესტოვიჩის განცხადება და შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ოლექსი არესტოვიჩის მორიგი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის თქმით, უკრაინა დასავლეთის ნაწილად უკვე აღიარეს, რადგან დასავლეთი უკრაინისთვის იბრძვის. მისივე განცხადებით, დასავლეთი იბრძოლებდა საქართველოსთვისაც, დღეს მოქმედი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. „მოდით, ყურცქვიტებო, გეტყვით შემდეგ რამეს – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით“, – ასე მიმართა მთავრობას ოლექსი არისტოვიჩმა.