ოლექს რეზნიკოვის ვიდეომიმართვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი გააფრთხილა, რომ რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. მისი თქმით, იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს.

რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში რეზნიკოვმა ომის მიმდინარეობაზე და ბოლო თვეებში რუსეთის არმიის წარუმატებლობებზეც ისაუბრა, მათ შორის ხერსონში, კიევთან და ხარკოვთან მიმდინარე ბრძოლებში. მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი გზით, თავი აარიდონ მობილიზაციას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის ძალები უკვე ნახევარი წელია, უშედეგოდ ცდილობენ, შტურმით აიღონ პატარა უკრაინული ქალაქი ბახმუტი და იქ უკვე ათობით ათასი სამხედრო დაკარგეს. ამასთან, როგორც რეზნიკოვი ამბობს, რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აცნობიერებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება მათ კატასტროფად ექცათ.