ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს გმობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგი უხეში დარღვევაა. „მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.“- აღნიშნულია განცხადებაში.