სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი. ნინო წილოსანი წერს: „ ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ. ხოლო მათ, ვინც ხვალ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით“.